მეძავი ანგელოზები


ხმა ჩაუვარდა ყელს და მიკროფონს,
დრომ — პოეზია მოგვართვა — პაპსა.
მსურს ორი კაბა და ერთი საერთო ცოდვა —
გავამიკრობო —
გავარტყი პოეტს, გავარტყი პაპსაც!

დამწვარი ფრთები კაწრავს დარაბებს —
გარყვნილი ბაღი იქცა ზეფირად,
პეპლებივით ცები დააბეს,
მიწას ლამაზად, რომ გაეფრინა!

ღმერთს ლაქები აქვს — ჩვენი სახეა —
წმინდა ჩრდილები გზიდან მზემ ხვეტა.
ყველა პოეტის ფრთები დავხიე —
ლამაზი იყო, რადგან ზედმეტად.

მეძავ ანგელოზს ყელში აქვს ჩქამი,
შეუჩნდა წმინდას მსუქანი მახრა.
ერთი ლაიქი და ერთი ამინ —
ღმერთს რა იაფად გაყიდის ახლა!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი