ბრძოლა სიგიჟესთან
ის ისევ მარტო რჩება ხმაურთან, რადგან სიჩუმე ოთახში ტოვებს. კვლავ პარკინსონი დაწინაურდა — და ერთი ქულა დააკლდა პოეტს. ხელები — ორი დამფრთხალი ჩიტი, რომელთაც ახლა ცა აღარ ჰყოფნით; წერა მოპარა სხეულმა სიტყვებს — მაგრამ მაინც წერს ეს ავადმყოფი! სიკვდილმა პოეტს დაუთმო — უცებ, თითქოს ეშმაკმა ღმერთი განკურნა. პარკინსონს თავის პოეტი უცქერს და კვლავ ტაშს უკრავს მანიაკურად. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი