მოსწავლე
ვასწავლი ჩრდილებს, თუ როგორ მოკვდნენ, რომ დილამ სიტყვა აქციოს ხვავად, ვასწავლი ქარებს — როგორ ილოცონ, როდესაც ღმერთი ფანჯრიდან გავა. მე ვიცი, როგორ მთავრდება ღამე, მაგრამ არ ვიცი ბოლომდე დილა; სიცოცხლე სუნის გამო შევჭამე — და დამიტოვა სული სიკვდილმა. მე ვარ სიცოცხლის მაწვალებელი, სიკვდილს ვუგზავნი ისევ მოსაწვევს, სიკვდილში — მე ვარ მასწავლებელი, და სიცოცხლეში — ჯერაც მოსწავლე. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი