დამლაშებული იდიომა


ჩრდილმა
გამასწრო.

ნაბიჭვარმა
მომავალში დამასწრო.

ხვალ
ჯერ არ დამიკარგავს -
მაგრამ უკვე მიკვირს,
რატომ მიტირის.

სარკემ მითხრა:
დაგაგვიანდა.

ვუპასუხე:
რისთვის?

სარკემ
თავი მოიკლა.

ახლა
მე ვარ სარკე.

და ყველაზე სასაცილო ისაა, 
ჯერ კიდევ
ვერავინ დამიმტვრევია.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი