შენი მოქალაქე


რეალობა?
დედამოტყნული ბუზია -
ფანჯარაზე კვდება
და მაინც
შენს სახელს იძახის.

ადამიანურობა
პირზე მიკრული ფურთხია.

შეიწმენდ -
სარკე გეტყვის:
კიდევ ერთხელ, ძმაო.

მე ვიცინი.

არა იმიტომ, რომ კარგად ვარ.

უბრალოდ
სიგიჟემ დღეს
ჩემი სკამი დაიკავა
და გადასახადიც
ჩემს სახელზე მოაწერა.

ღმერთო,
რა ნორმალური ხალხი ვართ.

ერთმანეთს ვკლავთ
და მერე
ბოდიშს ვეუბნებით.

რა ზრდილობიანია
ეს დედაშეუკურთხებელი ნაგვისკუპე.
ბეტონის ყუთი.
ასფალტის ცირკი.
ურბანული ყლეობა
და შუაში -
მე,
შენი მოქალაქე,
ჯიბეში ჩატენილი.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი