მესენჯერი სული


სულელო წადი! შენი ჯერია!
სულ გევლოს! უფრთოდ რა ვქნა ვერ ვმგზავრობ.
თუ სული ხორცის "მესენჯერია "
ის უნდა მიწას გადაეგზავნოს.

ტრიალებს ტყვია და ჩემი ბედი,
მესენჯერ სულით ვრჩები ნასვამი;
რომელიც ყველა კარებში შედის
შედის ელექტრო ბებიასავით.

სიჩუმესა და დიეზს შუა ვარ,
მეხსიერების მე ვარ ბარათი.
ასე მგონია იეშუა ვარ,
ხელში ლუდით და გაბაგამათი.

ჩემი სიდიდით, სიგრძე - სიგანით
მე ვეღარ ვუსმენ ცის სიმთა ხედვებს.
გაფიცვაშია სულის სიგვამე,
როგორც სიგიჟე და სითავხედე!

" გონებავ, უხვად მოდი ლიანით,
კუბოზე კაწრავს კაკუნს მუმია. "
მე ვარ ახალი მოდილიანი
და რაც დავხატე ვაკუუმია!

მე მივცემ კივილს, მივცემ სულს ტილოს,
ის სავსე ახალ საგის მზეთია.
ასე მგონია მე ვარ უტრილო
და მიწა ჩემი საგიჟეთია!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2022 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი