აბსურდის აქტი


ღმერთდავიწყებამ
თავი მოიკვნიტა.
მე — გავიფიქრე.

ცამ შავი ელვა
საკუთარ გულში ჩაირჭო.

მე ვიცინე.

სიცილმა
მეხსიერების სისხლმორეული საათი
დააყენა სისხლდენაზე.

ხვალგუშინმა
დრო ყელში გამოიჭირა.

მე ვარ შეცდომა,
რომელმაც თავი ჭეშმარიტებად გამოაცხადა.

— რატომ?!

— რატომაც არა.

ლოგიკამ ფეხსაცმელი გაიხადა
და მიზეზს ყელში ჩაუძვრა.

სიცარიელის ორსული ნულოვანი
დაიბადა მკვდარი.

სიჩუმყვირილი.

რეალბოდვა.

უქმნადობა.

მე გავხიე ყოფიერების ჭიპლარი.

ფურცელი გაშავდა.

ლექსი მოკვდა.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი