პოეზიას ჩაი არ მოუხარშოთ
და მაინც პოეზია არის — ჭრილობა, რომელსაც ჩაი არ შველის. არც პლედი. არც ტუჩსაცხი. არც შენი მზის სათვალე, რომელიც ღმერთს თვალებზე უკეთია და მაინც ვერ ხედავს. პოეზიაა — კბილებით დაკბენილი სიტყვა, რომელსაც ყლაპავ და მერე ხვდები: შენ თვითონ ყოფილხარ სისხლი. დანარჩენი? დეკორია. ფინჯნები. ლამაზი ტყუილები. მე კი მინდა ლექსმა ოთახს ცეცხლი წაუკიდოს და გასვლისას კარი შიგნიდან ჩაკეტოს. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი