სისხლამდე


აი, ტყუილის —
ტყეთა ნაკრები!
აი, პოეტი —
დაათრევს მერქანს!

ცას რომ ვუყურებ —
ცაზე ნაკლები
აღარაფერი
არ მინდა მერქვას.

აი, სილაში — შავი ვარდები!
ჯოჯოხეთს ცებმა ქუსლებზე კოცნეს.

მე არ მოვდივარ —
მე ვიბადები
იქ, სადაც წასვლა
იწყებს სიცოცხლეს.

და ღმერთის ხელი ვერ არჩევს შექმნილს,
ვერც დაბადებულს —
სისხლს მიღმა დასვრილს.

სწორედ იმ ღამეს —
მე იქ ვიდექი,
მთვარესავით,
რომ ჩავიდა არსი.

და მჯერა — ღმერთს ცა
ანამიანებს;
მე და ცა
მზეთა ჩრდილში შევფრინდით.

შენც ჰო, გიყვარდა ადამიანი —
სანამ შექმნიდი?

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი