ეკოსისტემა


სიკვდილი ყვავის! სიკვდილი ყვავის!
ლექსს თითქოს ჩემი კანი აცვია.
ჩემი ბავშვობა — ნალექი ყავის,
ჩემი სიბერე — ალინაცია.

საკუთარ თავთან იყავი ჩრდილში,
ღმერთი — სიმძიმის თითქოს ტონია.
სიკვდილს დარჩება მხოლოდღა ჯიში —
მე ღმერთთან ვცხოვრობ —
დიქოტომია!

საკუთარ თავთან იყავი სხვაში,
ხსოვნა ნელა ზრდის თავის ბურიანს.
დუმილს შიგნიდან მოედო ხავსი —
და ჩრდილი მზეთა — ნაწიბურია.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი