სუსურუსმა კაფუნე გადაყლაპა


პოეზია ეს არის — კაფუნე,
პოეზია ეს არის — კილიგი.
ცა ყელამდეა ჩემში ჩაფლული —
ანდა პირიქით!

მლაშეა ჩრდილი, მოჰგავს აპრიცითს,
ჩავყლაპავ დროებს, კანტებს, ფროიდებს.
ხვალ ვინ ვიქნები — მართლა არ ვიცი,
შადენფროიდე!

მე ვუერთდები ღამის სუსურუსს,
ჩემი ჩრდილია — ნუთუ მანგატა?
სიცოცხლევ, ალბათ, ტკბილ ძილს გისურვებ —
ანდა მძინარეს სიზმარს გაგარტყამ!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი