ხვალარა


მე პოეტი კი არა —
უბნის ამბავი ვარ.


მოვიდა — კილოგრამობით —

დილა — ოქროს და სპილენძის.

ჩემს წმინდა,
უცხო
სამებას:

მზით ვებრძვი!

ღმერთს მომხმარებლის კოდი აქვს.

ხმები
ლომბარდში დატოვეს.

ცრემლები ჩრდილსაც მოსდიან,
პირადი სარკის
ავტორებს.

თაობა ნაგვის ურნასთან
ზის
და მომავალს დასცინის.

ცამ სული გააცუნამა,
მზემ ჩრდილი მოკლა ვაქცინით.

სიცოცხლეს ქალი ეწევა.

ბიჭი ოცნებას აგინებს.

ქალაქი ხვალეს გვპირდება.

გუშინის
ვარ მოადგილე!

მე პოეზიის — ჯიბრი მაქვს,

მე სიტყვამ
დამასამარა.

მე ხვალეს ვიღებ ჯიბიდან,

ვჭყლიტავ

და ვამბობ —

ხვალარა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი