მომავალხალხი


ქუჩაში გადარჩენილი კაცი —
სიცოცხლესავით ღეჭავდა ლუკმას.
ჰგავდა ქვეყანას, რომელიც არ ჩანს,
ჩრდილის სიჩქარე შეჭამა შუქმა.

ქუჩებმა ბავშვები გაზარდეს ქარში,
მეტროს გვირაბში მამული დადეს.
მზის ჩრდილი სისხლით შევიდა ქვაში —
და სირცხვილისგან მე დავიბადე!

ცა ჩემს ქუსლებზე დაიმსხვრა ლურჯად,
სარკიდან ჩემი მამული გმინავს.
მთელი სამშობლო პირში აქვს ქუჩას —
მწარე და რკინა.

დღეს მზე აღმოჩნდა — ისეთი ხურმა,
სისხლით ღებავდა ჩრდილმოჭრილ ყვავილს.
თავის შიმშილი მოჭამა პურმა
და ქვეყნის რუკას ამსგავსა თავი.

მზის ხორცში როცა დაღვინდა საკე —
ქვებიც კი აყვნენ სამშობლოს სლუკუნს.
სარკედან თითქოს ამოხტა სარკე —
მომავალხალხი მოვიდა — კუ კუ!

ბავშვმა სამშობლო იპოვა — სახლში
და რას ეძებდა ქვეყანა — ვურკვევ.
პატარა ბავშვი მიეყრდნო ნახშირს,
თავისუფლება სარკეს ჰგავს უკვე.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი