ქვითარი
მოწყენას ბედავს შენი წვივები, " წათეს წაღები გზას არ მოხადო! " ქალო ქარები არ გაძინებენ შენი შიმშილი უნდათ მოხატონ. " კომბინაცია პირჯვის შეკრა მზემ, " კუბოს ფიცრამდე ქალო იალე. მჭამე წვიმების ლამაზ ეკრანზე და შენს თითებში მაროიალე. ვხედავ ოცნების მყუდრო საძოვარს, გაკეთებული სული ქვით არი. შენი სხეულის სადარბაზო ვარ გადასახდელი შუქის ქვითარი. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი