ნიკელის სიმთვრალე
დრო რძეს სვამს როგორც პითონი, ის თოვლი — თავის ტყავს იცვლის, პოეტმა — უნდა ითრთოლოს! პოეტი — უნდა დაიწვას! ის თოვლი, ქვას რომ ადნება — რკინასავით სვამს ბაგიდან. საკუთარ ჩრდილს ვთხრი მადნებად — ამაზე მძაფრი რა გინდა! აზრი ჯერ უნდა გაგეჭრას, გადმოიღვაროს ნიკელად. დრომ თავის კუდი დაღეჭა და კანი ამოიკერა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი