ნახტომი ენის ფიზიკის მიღმა


პური ოცნებობს კბილის ფორმაზე,
ჯოჯოხეთს ვიცვამ ღმერთთა ხროვაში.
მე შევჩერდები ამ თანხმოვანზე.

შეუმოსავი ვხტები ხმოვანში.

აქ სიტყვებს კანი უკუღმა აძვრათ,
რადგან სახელმა მოკლა საგანი.
სიცარიელემ შეივსო თავი —

უსასრულობით — როგორც — ნაგავით.

სიკვდილშიც ყვავის მზე გარდასული,
დრომ ცა ჩაირჭო მიწაში წიწვად.
ერთმა პოეტმა გაყიდა სული,
და დაუბრუნა ქვითარი მიწამ.

თავდაყირაა ღმერთი სრულიად —
საშვილოსნოში რჩება მშიერი.
მომხმარებელი ვალდებულია,
რომ მოუაროს სიცარიელეს!

მზის ჩრდილმა შობა დაუწყო ნისლებს,
მზემ ჩაუმარხა სხივი კირკესაც.
ერთ მარცვალს ფეხი დავადგი ისე —
დუმილმა ყოფნა ამოიკეცა!

ტანი მოხარა ზეცამ ვაზივით,
მზის ხორცი ჟონავს — უსახელაურს.
ყვავები სიზმრებს ასახიჩრებენ —

რა ლამაზი და უსახელოა!

უწერტილობამ შემქმნა მგოსანი
და წერტილებმაც ხელი ჩამკიდეს.
არარამ ჩემში შეიფრთოსანა —

არარაიდან არარაიმდე!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი