წამების საშვილოსნო
სამყარო საკუთარ საფლავში მშობიარობდა, როგორც ღმერთის მუცელში აფეთქებული უსასრულობის შავი ჭიპლარი! --- მე სიღარიბით ვარ დამნაშავე, მომაქვს შიმშილის გემო გრაფინით. ჩემს სიღატაკეს ასდის შაშკვლავი და სულის ჩაცმის გეოგრაფია! მიწებმა ცების კუბო გაფინეს, მზემ მიწას სთხოვა ცების ამოსვრა. ქვემოთ, სიღრმეში, მინდა გავფრინდე, ზემოთ, ზეცაში, მინდა ჩამოსვლა! სული ხორციდან ტაძარს განდევნის, ჟანგს, ალბათ, ღმერთი ფრთაზე აზავებს. ცა სიკვდილის რძით ნაძალადევი — აყვავებული აზაზელია! ვუცქერ საგიჟეთს შიგნიდან — შიგნით, დროთა საფლავში თავსა ვგრძნობ ვიწროდ. მესაფლავესაც წავართმევ გვირგვინს, რომ მიწამ კუბო თავიდან იცნოს! ველებზე მუხლის დიდებულ ყვლეფას... აღარ ვგრძნობ — ვჩიჩქნი საფლავს ყვავივით. ცა ჯოჯოხეთში იწვის ყველაფრად და ნეონების სისხლში ყვავილობს. მე ჩემს საფლავში — მოყირჭებული — ამობრუნებულს დავტირი ცარგვალს. მოწიწებული მე თავად ცა მგავს. ცა მემარხება, კაცო! ამოხტა სული ლირიკულ „მე“-დან და სორაიას სიწმინდე ქოლავს. დანაწევრებულ სამშობლოს სევდამ სამყაროს ყელში დრო ჩაიყოლა! აფეთქდა ღმერთი და ეფემერა, საკუთარ საფლავს სიკვდილი არჩევს. არარსებობავ, გახსენი ვენა და ჭიპლარებით ცა ჩამოახრჩე! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი