სიკვდილი, რომელიც ვერ დაიბადა
ჩემი სიკვდილი არის ტოლფერდა და ჯვარცმულ კოსმოსს სწევენ დევები. ღმერთმა იფეთქა და შემომხედა — სისხლმა გაზომა ცის საყრდენები. ჩემი სიკვდილი — ტოლფერდა ჯვარი, მკვდარი ღმერთების სიჩუმე მომაქვს. მე სისხლით შეკრულ დროებს ვგლეჯ ჯავრით — სისხლმა ცის ძარღვებს დაუდო ზომა. იქ, ზემოთ, კისერს ავიტან თოკთან — აქ, ჯვარზე, სისხლით კვლავ დაიბა დრო. ადამიანში იესო მოკვდა, მაგრამ სიკვდილი ვერ დაიბადა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი