მიქაელის ერეტიკული ეაკულაცია
ჯოჯოხეთის კედელს შევასხი ჩემი ერექციული მეტაფიზიკა. ღმერთს თვალი ჩავუკარი ზეცაში — დაეწყო კოსმოსური ასფიქსია. ჩემში დემონების ორგია ატყდა. სატანა ბორდელთან იდგა, მთვრალი, და საკუთარ რქებზე ეკიდა სამყაროს უკანასკნელი სამართალი. შენი მზერა — შავი ფოსფორი, ჩემი სისხლი — ვულკანის სპერმა, ღამე — გარყვნილების კათედრალი, სადაც წმინდანებს შიშველი ენა აქვთ. ჩვენ შორის მანძილი — უკანასკნელი ერესი, სადაც ვნებაა ღმერთი, ხოლო ცოდვა — მისი ლექსი. ძარღვებში მაგი მღვდლებს კბილებით ნათლავს. აქ ლიბიდო კედლებს ურტყამს, ეროტიკა მორალს კბილებით გლეჯს, ორგაზმი — ნერვების აჯანყებაა, ექსტაზი — ტვინში აფეთქებული ტაძარი. დემონორგაზმი! ხორცი კოსმოსს გადაუვლის. სიტყვა — ლექსიკონს მიღმა. ხორცი და ქაოსი — ერთ მუტანტურ ზმნად შეკრული. აპოლონი ეშმაკს კოცნის — და ტუჩებზე ორივეს სამყაროს დამწვარი გემო რჩება. ჟიმაობის აპოკალიფსი! ღმერთის ტახტზე ხულიგნობა, სიბილწის შავი ორკესტრი — აკრძალვა საკუთარ ყელში უკანასკნელ ამოსუნთქვას ეძებს. ორგაზმი დასასრული არ არის — ეს ნერვების ამბოხია, სხეული საკუთარ საზღვრებს შლის, წამი კი უსასრულობის ყბებში ვარდება. არც ზეცა გვპატიობს. არც ჯოჯოხეთი გვიტევს. ჩვენ უბრალოდ ვიწვით — და ცეცხლს სახელს ვარქმევთ. მე ვარ ლიბიდოკლასტი — სურვილი, რომელიც სამყაროს შიგნიდან ანგრევს. მოდით, ღამის ურჩხულებო, მორალი კართან დატოვეთ. მე წმინდანი არასდროს ვყოფილვარ — ჩემი ანგელოზი ჯოჯოხეთში გაასამართლეს. მოდით, ტუტუცო ქალებო — ღამე უკვე გაშიშვლდა. ჯოჯოხეთმა შუქი ჩააქრო. გადამაჯექით! სამოთხეს არავის ვპირდები. მე ისეთ ქაოსს ვქმნი, რომ მის შემდეგ სიჩუმესაც ორგაზმის ხმა ექნება. დილით ჯოჯოხეთი დაიკეტა. ღმერთი ფერფლში იპოვეს. სამყაროს საშვილოსნოში აპოკალიფსს ჩემი ერექცია ედგა გვირგვინად. შავმა ვარსკვლავებმა ლამაზმანების მზერაში გაიღვიძეს. სისხლმა განგაში ატეხა — მათში ჩამოინგრა სამყაროს უკანასკნელი აკრძალვა. ღამე შავ აბრეშუმად დაიჭიმა. სუნთქვა აირია. სისხლში აპოკალიფსის დოლები აგუგუნდა. დემონორგაზმმა სხეულები შეკრა — კოსმოსური ქარიშხალი ატყდა. ექსტაზის ტალღა ჩაცხრა. ღმერთმა ფერფლიდან ამოხედა და არაფერი თქვა. მიქაელმა ორგაზმით მარადისობა აუფეთქა — სამყარო კი საკუთარ ერექციაზე ჩამოაცვა.. ასეთები ვართ უბრალო ადამიანები — ღმერთებს ვკლავთ, ეშმაკებს ვაჩენთ და მერე — მე მათ ადგილას ვდგები. თქვენ კი მუხლებზე დგებით. სამოთხე დაიხურა. ღმერთი მოკვდა. მიქაელი მოვიდა. ვაზელინი ეყოფა ყველას! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი