ALIENUS MIHI SIMILLIMUS EST
მიწამ გვჭამა ხმები, ნარჩენებად დაგვტოვა — რწმენა ძვალია. უცხოპლანეტელი — ქალაქის ხმაურში დგას და მე მგავს ძალიან. Alienus mihi simillimus est. Deus tacet, daemon ridet, sanguis meminit — ქრისტეს! საათებს თავები მოსძრობიათ და გვამში ეძებს სასტუმროს — დროის ტურისტი. ადამიანის გამხმარ ენაზე ეშმაკი კერავს იესოს ჩრდილს — შენი გულისთვის. ჩემი ბავშვობის კედლებიდან წითელი, ქვესისხლიანი ცხენები — გააჭენებენ მზეს. თევზები ცაში დადებენ კვერცხებს, თევზებმა ცაში სისხლი დაყარეს და დრო გადაჭრეს! მკვდარმა სამყარომ საკუთარ თავს უწოდა ქრისტე! უფალმა ჩრდილი ჯვარს მიალურსმნა, მზის საშვილოსნო ცებმა გახიეს. მე, მიქაელი, ამ ტკივილს ვიტევ. ეს მკითხველს ფრთაო, როგორ ავუხსნა, როდესაც მიტევ? მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2013 — და დრო, რომელსაც ჯერ არ დაუმთავრებია ჩემი წერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი