ღმერთის ეგზისტენციალური კრახი
ისე მენატრები, როგორც ღმერთს — მერვე დღე. შენს სიყვარულში ისე ჩავვარდი, როგორც პაპი — ტექნოდიჯეის რეივზე, როგორც მფრინავი თევზი — მარსზე, შვიდი მთვარით და რელიგიური ჰეითით. ჩემი გული კოსმოსური მონასტერია, სადაც ყოველი ლოცვა შენს სახელს ყვირის დემონური ბასით. შენ რომ მიყურებ, ნიუტონს გრავიტაცია საფლავიდან ამოჰყავს, ხოლო ჩემი გული შენს ფეხებთან ფიზიკის კანონებს აუქმებს. შენ ხარ პარადოქსი, რომელსაც ლოგიკა მუხლებზე ვერ შლის. ისე მიყვარხარ, როგორც აპოკალიფსს — ბოლო მოწმე, როგორც უკვდავ ვამპირს — მზის გულში გამართული ნათლობა. შენ რომ მითხრა: წადი, ჯოჯოხეთს კარებს გავუღებდი და ყოველ სართულს შენს სახელს დავარქმევდი — სამუდამო გადასახლებისთვის. შენს ერთ გამარჯობას შეუძლია გააქროს გალაქტიკები, შენ რომ მითხრა: მიყვარხარ, კოსმოსი ჩაიკეცება წერტილად და ღმერთი იტყვის: ესენი ცალკე სამყაროში გაუშვით, თორემ დაგვღუპავენ! შენი ღიმილი ისეთი საშიშია, რომ ზომბები სარკეში იყურებიან და სიცოცხლეს ითხოვენ, დრაკონები სანთლებს ანთებენ შენს დაბადების დღეზე და სიკვდილი კარზე აკაკუნებს — იქნებ შენთან ერთი ცეკვა მაინც გამომივიდესო. ისე მჭირდები, როგორც ეშმაკს — სინდისი, როგორც ღმერთს — დასვენების დღე სამყაროს შექმნის შემდეგ და როგორც უკვდავ მანიაკს — ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი ღამე. ჩვენი სიყვარული ისეთი სარკეა, რომ ორივე მეორეს უყურებს, მაგრამ ორივე საკუთარ ურჩხულს ხედავს — და მაინც კოცნის. შენზე ფიქრი ისეთი ცოდვაა, რომ ეშმაკმა ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული, ღმერთმა კი შვებულება აიღო. და ახლა ჩემი გადარჩენა შენს დაღუპვას ჰგავს, შენი კი — ჩემს გადარჩენას. და თუ ღმერთი ოდესმე გვკითხავს, ვინ დაარღვია მისი კანონები, მე შენზე მივუთითებ — შენ კი ჩემზე. ღმერთი სარკეში ჩაიხედავს, საკუთარ თავს დაინახავს და პირველად იტყვის: ესენი მე არ შემიქმნია — ერთმანეთი შექმნეს. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი