ფილტვის ყვავილობა


ვეძახი დემონებს ებრაულად,
უმზეობაში ჩრდილს ვიკავებ.
ჩრდილში აყვავდა სიბრალული —
სუნთქვა სიკვდილის ხრიკია.

დროსთან ყაიმი გავიყავი,
რითმები ლექსიდან გადაძვრნენ.
ფილტვში პოეზია მიყვავის —
ჰაერს არ მაძლევს.

დრო ამოვიდა მოჟამული,
ამინდიც უფალში გაცუდდა.
ცათა უხილავ მჟავაში
მზის სხივი მარხილად გაცურდა.

ამბობენ: ცა არის ბატკანი,
რომელიც ყელიდან წავიდა.
ცა დღეს ჩასარეცხი წყალია —
გადაგდებული აკვანი.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი