ხულიგანი კოსმოსში


წვეთი რწმენა გვაქვს თითო დაობილს,
როგორი კარგი პირობებია;
ღმერთმა ნაკერი ზეცას დაადო —
ვარსკვლავები კი ჭრილობებია.

მზის კიმონოში ბგერა ვაფეთქე,
მზეს შევახეთქე ქარი ხახაზე.
ფეხი დავადგი დროის საფეთქელს
და ღმერთის ჩრდილი უკან დავხაზე.

დიდება ყვავებს — ციდან ამომხტრებს,
მეამბოხეებს და სიზმრის ქურდებს!
მე ვერ მიყიდის ზეცა სამოთხეს —
ჯოჯოხეთშიც კი არ ვიხდი ხურდას!

მიწავ, ცას როგორ შემოეკვანძე!
მზის სისხლი მთვარის ჩრდილმა აყვირა.
პოეზიაში მე ბრბო შევკაზმე
და შევაჯექი დროს თავდაყირა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

6 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)
ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

ღმერთმა ნაკერი ზეცას დაადო —
ვარსკვლავები კი ჭრილობებია.------!!!!!! KARGIA

ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

დაობილს,????

ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

ფეხი დავადგი დროის საფეთქელს------------------------!!!!

ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

ამომხტრებს,?????

ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

მე ვერ მიყიდის ზეცა სამოთხეს!!!!!

ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

და შევაჯექი დროს თავდაყირა!!!!!!!!!!!!!!!!!!

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი