დადაიზმი


აქ საკუთარ კუდს კოსმოსი კენკავს,
ღმერთო, ვერასდროს ვერ მოგასვენებ!
ის დროა, აზრმა დაიწყოს ცეკვა
და შენ გესროლოს ბოლო სასვენი!

ქაოსმა შობა ცის რვაფეხა მზე,
პირველქმნილმა ხმამ მეორეც დადო.
შენ, ჩემო თავო, ლექსი დალიე
და დაივიწყე, ვინა ხარ, დადო!

მე მქვია დადა, მამაჩემს — ცარა,
სიზუსტის გვამზე ლექსი ჭრილია.
ღმერთმა ჩაყლაპა შვიდივე ცვარი —
ენა უკუღმა დაღეჭილია!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti12 საათის წინ

ენა უკუღმა დაღეჭილია!!!!!!

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი