ტაში, კუკური!
ხანაც თავმდაბლობს, ხანაც — მე ვარო, ნეტავ, ვინ არის? პუბლიკანტია. ვერ გაუგია ეგოთა მძევალს, რუბრიკანტი რომ რუბრიკანტია! მისთვის მკითხველი არის პიარი და მოტყუებას უქადის მასას. სიტყვით მეფეა, საქმით კი — მხდალი, საკუთარ ჩრდილსაც ასაღებს ფასად. სიმართლეს ფუთავს ლამაზ ქაღალდში, თავად სიცრუეს უწოდებს საშიშს. ტაშს ელოდება ყოველ ფრაზაში და სხვის დიდებას იპარავს ტაში. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი