თავდაყირა
ლექსო, გამხლიჩე ვით აბსურდისტი — ცაჩაკეტილი კუბო ძირღიად! ჩემს პოეზიას სიცხე აქვს დიდი და თერმომეტრი უდევს იღლიას. გაციებისთვის დრო მყავს მიზეზად, ერთად გააღო ზეცამ რვა ნესტო. ლექსო, გააგდე ყველა ზმნიზედა, რომ სტიგმატებად ზეცა დავნესტროთ! ლექსო, გავუსწროთ კუსავით დროებს და ხვალგუშინის შევცვალოთ არსი. დამლაშებული ცა — ჭის ვედროა და ეკიდება ხანდისხან ხავსი. გზას უდროო დრო მოსწყდა აკვნიდან, გუშინი მისდევს აწმყოს კურსს — ხვალით. გამოვათრიე ჩრდილი ბაკნიდან და თავდაყირა დავრჩი კუსავით. ლექსო, თუ ხვალეც გუშინად იქცა, ცამ დაიძინა საკუთარ ფსკერზე; ღმერთმა შეხედოს ზემოდან მიწას — ამოვაბრუნებ სამკუთხედს წრეზე! ვიხილები და, ღმერთო, მოვდივარ! დრო დადგა — ცებმა არ იყაყანონ! მე კუს ბაკანში ვკეტავ ნიჰილუმს და გარეთ რჩება თვითონ სამყარო! წამთმტვრევა ლექსო — კანზე მაცვია და ქრონოგლეჯა დამყვება ქვრივი. ჰა, ენის ძალის დეფორმაცია და ნულნაფშვენი დროება წრფივი! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი