არარას ნაჭუჭიდან
სიცარიელე ვერ ითვისებს მთელ რეალობას და კუს ბაკანში ღმერთის ექო კვერცხვივით დადო. კვერცხის ნაჭუჭში კვლავ არარად იქცა წყალობა და სარკემ შთანთქა ანარეკლი — რომ დაიბადოს! ღმერთი სიზმარში გაპარული არის წერტილი, მზის შავი კვერცხი ცის გუგიდან დაღმა მიგორავს. დაბადების წამს სიზმარია ცა — გაწყვეტილი, უსარკო თავი — რეალობამ გამოიგონა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი