შავი კაცი
ღმერთო, მოდი — სულის ჩემოდნით, სამი სიტყვა მითხარი: ყველაფერი იყო კანტურად. ოთახში თეთრი ჩრდილი შემოდის, უკუღმართი კარიკატურა ღმერთის... ზანზარებს კარი, კამოდი, სიკვდილს ვიყვარებ და ჯავრით ვთბები. კიბეზე შავი კაცი ამოდის და შავი ქრისტე მიჰყვება ფრთებით. ღმერთმა ახალი სიბრძნე იბოდა, ვერ მოერია თავის სიმცირეს. თვალს მიკრავს ჩემი ტვინი კიბოდან, კიბიდან შავი ქრისტე მიცინის, კედელი კედელს კუთხეში ვერ თმობს, ღმერთს კვლავ ახალი სიბრძნე ამოაქვს, შენი დუმილი — მითხარი, ღმერთო: ეს რის გამოა?! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
ღმერთო, მოდი — სულის ჩემოდნით,
სამი სიტყვა მითხარი: ყველაფერი იყო კანტურად.
ოთახში თეთრი ჩრდილი შემოდის,
უკუღმართი კარიკატურა
ღმერთის...------------------კარგია
ძლივს.... ერთი კარგი ლექსი ამდენ სისულელეებში