კლიფოტის საქართველო
სადღაც კლიფოტი ფლითავს მზის მტევნებს და ემსგავსება კაცის რასა — ჭას. სული კი არა — ვგავართ სისტემებს და თავად ვხდებით მაკა, რასაც ვჭამთ. ლოცვა სისხლს მალავს — დრო შეიღება და გრძნობს ენაზე არარსი ქავილს; და წმინდა მიწაც, ჰო, შეიძლება, მალავდეს ახალ იერუსალიმს. არ დააპირებს ბრბო შენს მიღებას, შვებით დაგისვა დრომ ყელზე დანა. ლოცვა სისხლს მალავს — დრო შეიღება, კვდება პოეტი დროშებიანად! მე მიწა მქვია — ძმა ვარ, მაკა, ცის, შენ კი სიკვდილზე ხარ დაწინდული. ქალი უზმნოა, ზმნა — მამაკაცი, მდგომარეობას ვიღაც ყიდულობს, მდგომარეობას ვიღაცა მალავს, მალავენ ნამდვილ ადამს და ევას. ლაგდება მთელი სამყარო, მარა მიტოვებული გოლემის სევდას ... ჩაუსახლდება სული ყაისის, სიტყვათა დადგმა სულს ეცნაურა, კარზეა ვიღაც — თითქოს ხმა ისმის, მაგრამ ხმა ხდება უცებ ხმაური. ცის სინდისს ყელზე აბამს ჰალახა, და როგორც თოჰუ — ვყვირი: ელოჰიმ! სინაის ქვაზე დუმილს გავლახავ — ემეტი სისხლს სვამს საქართველოში! კაბალას ფორმით ბღავის მავთული, დამსგავსებულა კაცის რასა — ჭას. ხალხი, ის არის, რასაც კადრულობს, ხალხი, ის არის, მაკა, რასაც ჭამს! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
4 კომენტარი
ფლითავს.ფლეთს ბიჭო და არა ფლითავს.შეიძლება თქვა ყვინთავს ,სძინავს,ყინავს,მზრზინავს ,ბზინავს,მაგრამ არა ფლითავს
სწორი ფორმაა ფლეთს (და არა "ფლითავს").
ეს ზმნა ნიშნავს რაღაცის ნაწილებად დახევას, დაგლეჯას ან დანაკუწებას.
მაგალითად:
• ის ძველ ქაღალდებს ფლეთს.
• ქარი ხის ფოთლებს ფლეთს.
და წმინდა მიწაც, ჰო, შეიძლება,
მალავდეს ახალ იერუსალიმს.
----------------
ჰო შეიძლება-0ს სჯობს ხომ შეიძლება...ანუ
და წმინდა მიწაც ხომ შეიძლება,
მალავდეს ახალ იერუსალიმს.
სინაის ქვაზე დუმილს გავლახავ —კარგია