როცა ღმერთი რუსთველს კითხულობს


ღმერთი ქართულად სუნთქავს — შენიშვნით,
ჭიპლარით ჩრდილზე არის შებმული.
ღმერთი ვიპოვე დედაენაში —
ვით დედის რძეში ჩაძინებული.

ასომთავრული ძარღვავს ხაოსაც, 
რძეში ინახავს მამულს — ქართლსული.
კითხულობს ღმერთი — ვეფხისტყაოსანს;

და ვერ ასრულებს!

ქართველი წერს და სიკვდილს შობს ფურცლად,
დროს გადააბა ასო მავთულმა.
ღმერთმა მუცელში რძე გაიმუცლა — 
ცა საფლავიდან ადგა ქართულად!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი