მრავალმნიშვნელოვნება
მე ეშმაკი ვარ და მე ვარ ღმერთი, არ ვარ მორწმუნე და არც ურწმუნო. არ მეწილება ბოროტს და კეთილს, წრიული ენა რომ დავუწუნო! ყუთებში ისევ მცირე ყუთები, უწერტილობის მე ვარ ავტორი. ვინმეს სიყვარულს ვინმე ეკუთვნის — დაუტბორავს და ხანაც დატბორილს! დღეს თვითმკვლელობა ვის არ შეშლია — დროს წინ გავუშვებ, ღიად ჩაკეტილს. ამოვარდნილ კბილს ჰგავს, რაც ჩემშია, მე ვარ ჩემივე ჩრდილის მაკეტი. უფორმობაა ჩემი ოჯახი, საკუთარ მეში ვიზრდი დუბლიკატს. დრო მასაფლავებს მტევანთა ჯახით — ვით უპუბლიკო დიდი პუბლიკა! ჩემს დასასრულშიც ვიწყებ თავიდან — მზის ჩრდილი გულში უკვე მესობა. ადიდდა სულის სათვალავიდან — დღეს — ჩემი ასლის უკეთესობა! მე სხვა ადგილას გადამრგავს ის, ვინც აქ არასოდეს ვყოფილვარ, თავო! არდაბადება სულზე წავისვი — მკითხველო, ამით დღეს დავამთავროთ! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
მზის ჩრდილი გულში უკვე მესობა.?
ესობა არა მსში არამედ მასზედ-----გულზე
არდაბადება სულზე წავისვი —!!!!!