ეს ახალი ერაა, Baby!


ბედი დამიხვდა — მინდა შემოვლა,
ქაოსს ვუზავებ თავად ხმაურსაც.
დღეს ჩემი მუშტი საქართველოა —
ღმერთთანაც არ მაქვს
პაუზა!

გადავიყვანე ბედი პარტერში,
სიკვდილს ვასწავლე დათმობა რინგის.
როგორც ყვავილი საკუთარ მტვერში —
ნულმა გაჭრა და უკვდავყო იგი!

ჯიტ კუნ დო გინდა თუ გინდა სამბო?
გამოვიყენებ უთუოდ არმბარს.
მე უკვდავებას მუშტით ვწერ, ვამბობ:
შენს ცხვირს უთუოდ სჭირდება ბამბა!

შეგიტევ ჰუკით და მერე ჯებით,
ბედო, მითხარი — ვინ ვის წერს ახლა?
ბედო, შენსავე დაწერილ ბედში 

გაგლახავ!

 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti17 წუთის წინ

-აუთფაითერს დარტყმის სიჩქარის აქვს ხელოვნება,
მას შესაშური რეაქციით ბრგე ემონება.
-თუ რომ მელამი,თუნდაც ერთი,დევს ტანს აცვია,
მართლაც,აჯობებს გვეჭიროს მასთან რომ დისტანცია.

-გვირაბის ბოლოს თუ გვინდა ვნახოთ მზეში იები,
აუთფაითერს ჰმართებს,მოთოკოს ემოციები.
-ვნახავთ იებს და მოვესწრებით კიდეც ენძელებს,
დევამდე თუკი ჩუგლუგ-ნაჯახი ხელს წაგვიგრძელებს

და ძმებმაც აუთფაითერის მოირგეს სტილი,
თუმც,რას უზამდა ერთ ბაყბაყს ორი მკბენარა ტილი?
მეორეს მხრივ კი,თუ შეუწყვეტლივ დარტყმით ირჯები,
შეაჯანჯღალებს ბევრი ჯაფით ჯანიანს ჯები.

-მოგერიების რეჟიმს აჯობებს შეტევა დროზე,
თუ მითუმეტეს,გათვლილია ბრძოლა ორ ფრონტზე.
-ბევრის ქნით რახან გაადვილდების საქმე ყოველი,
იქნებ,ჩავარდეს ნოკაუტში ბოლოს ცხოველი?

-ჩვენ ასი ჯებით დევი მხოლოდ ოდნავ დავძაბოთ,
მან კი ერთითაც თუ არ მოგვკვლა,მაგრად დაგვჯაბნოს.
თუმცა,თუ დავღლით ვისაც სხივები აღარ აცვია,
მისავათებულს გაუჭირდება კონცენტრაცია.

ვერას დავაკლებთ,დევს ვით "სვორმერს",პირისპირ შეხლით,
დევს,რომელსაც სურს მოგვიახლოვდეს,გადაგვწვას ცეცხლით.
-ხელეწიფების ერთი დარტყმის დაგვაგდოს ძალით,
ასი დარტყმითაც ვერ გავაქციოთ როცა ბანცალით.

-ვით უძლეველი,გაუძლებს იგი ჩვენს ათას დარტყმას,
თავად კი ერთი ჯებით "down" ჩვენნაირ ათ ყმას.
-სხვა რიგის ძალა დარტყმის დროს თუ არ წამოგვეხმარა,
ორი ბოჩოლა გვაზმუილოს უზნეო ხარმა.

-ტრაბახით ოდენ რას გავხდებით? უძვლოა ენა,
გამოვტყდეთ,ძლიერ გაგვიძნელდება თავის დაძვრენა.(ერეშ ქიგალი 0

ერეშ ქიგალიpoeti16 წუთის წინ

გაურღვეველი მელამი გვერდით ვისაც არ ჰყავდა,
მას გარღვეული ჩუგლუგი უცებ ცხვირს უჭეჭყავდა
და როგორც სლაგერს არ ჰყოფნიდა გამჭრიახობა
დევს.მის კიდურებს არ ჰქონდა თავთან ქცევის თანხმობა.

ან ვის უნახავს სადმე,ჰქონოდა დევს რომ გრაცია,
ტვინნაღრძობს მეტად უჭირდა დარტყმის კომბინაცია.
(რას გარგებს ახმახს ძლიერი დარტყმით შემდგარი აქტი,
ვერ დაამყარა მუშტმა ყბასთან თუკი კონტაქტი)?

ერეშ ქიგალიpoeti14 წუთის წინ

ეს ჩემებური რინგია....მისი ძალიან მცირე ნაწილი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი