ქრონოსის სისხლყვავილი
მეუცხოვა ძალიან ეუსტომა ვაზის, ღმერთების ამნეზია გაჩენილა ზეპირად. ამიტომაც მინდა, მე უფრო ლამაზი! კოსმოსმა რომ დაგმო, არსად არარსებინა. ჩემი ჩრდილი უკან მხოლოდ მე გამიწყრა! შეეხორცა სადღაც ჩრდილის ტორტმანი კანს. სისხლყვავილი ქრონოსის მე ვარ — ღმერთმავიწყა, არსად რომ არ იცნობს ჯერაც ბოტანიკა. ქუჩა წელავს მზის გვამს, როგორც საღეჭ რეზინს, ქრონოსს ვაჭმევ სისხლს და ჩემი ჩრდილი ანთია. რადგან ახლა ისევ ჭკნობისკენ მაქვს გეზი, სადმე ნაგვის ურნიდან ამოვიყვან განთიადს! ფრთაო, დაიჟანგე! მიასწარი მერმისს! ფურცელი გაურბის ისევ ცის საშიშ ყდას. ნეონმა ცა გაკაწრა — იასამნისფერი; სილამაზე ჭკნობას შეხვდა და გაშიშვლდა. მე ნაგვის ურნიდან ვიღებ ღმერთის აკვანს, თბილი, უბედური — ჩავაწვინე შიგ დრო. აქ ასფალტზე სისხლმა ფრთები დაიბადა — სილამაზე, სადაც კვლავ ჭკნობის ქვეშ იდო... პოლიეთილენის ფრთებში გახვეული. არავინ მსურს მომრწყას! მე მიწის ქვეშ ვყვავი! მეტრო ხმაურს მაყრის — ვარ ცის დამწყვდეული, ღმერთის ამნეზიაში მიწისქვეშა ყვავი! მეუცხოვა ძალიან ეუსტომა ვაზის, ამიტომაც მინდა, მე უფრო ლამაზი! --- ისეთი, სიკვდილსაც რომ აურიოს მისამართი და საფლავზე დამიყენოს ბანკომატი. მე ვარ ბოტანიკურად გაუთვალისწინებელი, და შუქნიშანი წითლად ანიშნებს გარდაცვლილს, რომ გზა თავისუფალია და მუნიციპალური ვარსკვლავებით მოჭედილი. ქალაქი ლამაზდებოდა — მანამ, სანამ სილამაზე საკუთარ გვამს არ დაემსგავსა და ღმერთმა, სირცხვილისგან, ადამიანის სახე ითხოვა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
3 კომენტარი
როგორც საღეჭ რეზინს,?
სადმე ნაგვის ურნიდან ამოვიყვან განთიადს! !!!
ფრთები დაიბადა ?