ყოვლიერება
სიჩუმეს უთხარი: მე მაინც გისმენ და, ვარსკვლავებს კვლავ მიწის წიაღში დავთესავ; ჩრდილს ავაყირავებ ცის სისაზიზღრედან, ჭრილობებს გავუხსნი ჩაქრობილ სანთლებსაც. გახსოვდეს, პოეტო, — სიცოცხლე რა არის: უფალის პირველ ცრემლს საფუძვლად რა უდევს. დრო გადააფუძნე, ცის ჰარი — ჰარალე, და სიკვდილს შესძახე: Sapere aude! დაუბადებელი ღმერთსაც აქვს წარსული და აპოფატიკას ნუ ანდობ კენოზისს. ცის მოტეხილობით ნეკნში ჩაასულე შვებულებაში მყოფი ანგელოზი! რაც კვდება, სიცოცხლეს გზად ახალ კანს უხსნის; არარა ზესთასვლას უმღერის რეკვიემს. წიაღი საკუთარ ჭიპს იგლეჯს ნასუსხით, აბორტის ნაცრიდან მზედ გამოვერკვიე! ჩლიქები ამოსდის უფალს ცისკარიდან, ჩრდილმა ამოაგდო მზე ბნელში ჩვილქვრივი. დრო მუხლზე ჩამოჯდა და ღმერთის კანიდან ცა გამოიდინა არყოფნის ჩირქივით. სიცოცხლე რკალია, სიკვდილიც — რკალია და ჭიანჭველების ტრიალიც — წრიული. რაც რჩება, არარას ფარული კვალია. შხამო, შენ ხარბად ხარ მასში შეწირული. ალბათ, ფუძის სიო მიბიძგებს ზურგიდან და უწერტილობას ვიკისრებ ცის შფოთვით. ცის გახეთქილი, დამწვარი ღრუბლიდან ღმერთს გამოვათრევ საკეისროთი! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი