მონა-ხაზი
თუ დრო — პოეზიაა, საქართველო — ჭრილია, ღმერთი — კომპასს გაქცეული, კვლავ წრებუნვის ღერძია; საქართველო უკუღმა დროის დაღეჭილია დამლაშებულ ჩრდილობში ხორცეულნი ებრძვიან! თუ ფიზიკის რუკაზე საქართველო მზერაა, რთველს ჰგავს, მიზიდულობით ღერძზე გაკრულ მხარმზიანს; სივრცე ნულოვან წერტილში გადაკეცავს ზენაარს — " საქართველო,დიდი გეგმის, მცირე მონა-ხაზია. " მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)