უკანასკნელი ცეკვა


დრომ პოეზია უნდა დაიხრჩოს,
ჯერ სული შეწვი, მოდი, ერბოში.
შენ შენი თავი უნდა გახლიჩო,
ჩრდილი აცეკვო ხორცის დებოშში!

ტვინი დაკიდე თავდაღმა ჭერზე,
დროს ჩაუტოვე ენა ღრიჭოში.
სიკვდილის ნერწყვი უკან დაღეჭე —
შეუბრალებლად ლამაზო ბიჭო!

ყოფას უთხარი: — წადი, შე ძაღლო,
შენს პაროდიულ სხეულში ვცხოვრობ!
და როცა ბოლოს სიჩუმე მოვა,
მსურს შენთან ცეკვით დავიწვა მხოლოდ.

ლექსის წვნიანში ჩაძირე კოვზი —
ზმნამ ზმნა შესანსლოს სტროფებში ხარბად.
სიკვდილი, მოდი, დანიშნე დროზე,
გვამსაქორწილო შეკერე კაბა!

ღმერთებიც ცეკვით კვდებიან ხშირად,
ერს დაუდექი, არ დარჩე ვალში.
ჯერ გაიხლიჩე და, როგორც შივა,
მერე დაიწვი სიკვდილთან ვალსში!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი