არარას ცხვირწინ
ქვამ გამოწურა პოეზია ნაკურთხ აგავას, შვიდმა სიმართლემ მოკლა ერთი აკუტაგავა! სიცოცხლემ კვდომის აზრი ჰკითხა შოპენჰაუერს, ყოფნა — არარას ერთ სუნთქვაში სადღაც აურევს. წამთაღრიცხვაში აგვიანებს ჯერაც მალარმე, ლექსმა სიკვდილი ვერ გამოთქვა — ღმერთო, მარა მე... ყოველი ჩრდილი მოვიკალი, როგორც მზის ხორცმა, და შობის ჟამო, მე სარკის წინ ჩემს თავს გილოცავ! არარამ იცის, თუ რა რჩება, თუ რა განივლის, უჟამობას ხნავს ჩრდილმოტეხილ ურაგანივით. ქვამ გამოწურა პოეზია ნაკურთხ აგავას, შვიდმა სიმართლემ მოკლა ერთი აკუტაგავა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
5 კომენტარი
ქვამ გამოწურა პოეზია ნაკურთხ აგავას,
-----------
გამოწურა მან ის-ქვამ აგავას. მაგრამ აქ შენ გაქვს
მან-ქვამ,მას-აგავს ,ის-პოეზია
ანუ მან მას ის.აქედან გამომდინარე სწორია გამუწურა-მან მას ის და არა "გამოწურა
წამთაღრიცხვაში აგვიანებს ჯერაც მალარმე,
ლექსმა სიკვდილი ვერ გამოთქვა — ღმერთო, მარა მე...
-----
!!!!!
ყოველი ჩრდილი მოვიკალი, როგორც მზის ხორცმა,
და შობის ჟამო, მე სარკის წინ ჩემს თავს გილოცავ!
----
!!!!
ურაგანივით?რა ენაზე წერ?
ქვამ გამოწურა პოეზია ნაკურთხ აგავას,
შვიდმა სიმართლემ მოკლა ერთი აკუტაგავა!
-------------
ამის გადაკეთება შეიძლება ასე
გამოუწურა ქვამ პოეზია ნაკურთხ აგავს.ტემპი რომ არ დაირღვეს