მე ვარ სულ ოდნავ გასაგონი
ვეძებ უწვდენი სიჩუმის ნუგეშს, თავისუფლება შემწვარი ვჭამე. ამ ხალხს მე, ღმერთო, ვერაფერს ვუგებ — არარას გვამში, მზევ, გამაჩაღე! სულს არ სჭირდება ბრბო და მეჩეთი, მზემ გააჩინა ჩერო ვნებაში. ადამიანო, ერთ წუთს შეჩერდი და გაიხლიჩე ჩემს გონებაში! დარდს ინახავენ, გესმის? — მინები, ადამიანო, ნუთუ მომესმა; აკოცე ჰაერს, —შენც ისმინები, აკოცე მიწას — სუნთქავ რომელსაც. სხეული მოჰგავს დაკრძალულ ფილტვებს, სული გაყინულ სევდას იწველის. ვარ ქერუბიმის დამწვარი ფითრი და გამოხსნილი დედამიწელი! გულო, იყავი აუტანელი! ბრბოს ნუ მოუსმენ — ბრბო შენ განელებს, რადგან ორსული კუბოს წიაღში — სიკვდილი ყველას გააგრანელებს! ვარ გასაგონი ოდნავად, ამინ! მე არ მაწუხებს აწმყო დროდ ნავალს. ვარ ვინმეს წუთი და ვინმეს წამი და ვისმინები მაინც ოდნავად. და თუ სამყარომ ვერ გამიგონა, და თუ ჩემი ხმაც სიჩუმემ მალა, მაინც ვიქნები — ოდნავ, ოდნავად, ვით უკანასკნელ სუნთქვაში ალვა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
11 კომენტარი
ვარ გასაგონი ოდნავად, ამინ!
------------------
ქართულ ენაში ზმნა „ოდნავად“ არ არსებობს.სიტყვა ოდნავ არის ზმნიზედა, რომელიც ნიშნავს „მცირედ, ოდნავ, ცოტათი“. მას ზმნის ფორმა (მაგალითად, დაბოლოება -ად) არ სჭირდება.
---არსებობს ოდნავადაც,ოღონდ არა ოდნავად.ეს ისე....თუმცა შენი ქართული და სასვენი ნიშნები დღითიდღე უმჯოიბესდება .სათქმელი კი ისევ არაფერი.ბევრი ბლაბლა ბლუბლუს გარშემო და არანაირი ინფორმაცია.
დროდ ნავალს.?
გავიგე უკვე, რომ ჩემი ფანი ხარ. რამე ახალი მითხარი. რა ხდება შენსკენ? ძველებურად? :D
გავიგე უკვე, რომ ჩემი ფანი ხარ
-----
უფრო ქართულის ხელახლა მასწავლებელი.ნუ ურევ.თავის დროს რომ გესწავლა არ შეგაწუხებდი.
რითმები მაინც დებილურია ალაგალაგ
ვჭამე-გავაჩაღე?
ვნებაში-გონებაში
---
იწველის-დედამიწელი
---
მალა-ალვა და ა.შ.
არ მაწუხებ, იგრიალე ოქრო ! :D პოეზიას და პოეტს არ აქვს ჩარჩოები. პოეტი არის გამომგონებელი. თუმცა ამას ქართულის მასწავლებელი ვერ გასწავლიდა. წარმატებები შენს ვაკუუმში.
შენნაირებისთვის ეს პასუხი მაქვს. ეს გრამატიკულად არასწორია ეს სიტყვა არ არდებობს და ასე შემდეგ, რომ ამბობ.
აი პასუხიც: დავწერე, ესეიგი უკვე არსებობს.
პოეტი არის გამომგონებელიახალი ქართუკლი ენის?იქნებ ახალი ანბანიც დაწერო?
ნოდარ დუმბაძის "მზიან ღამეში"ერთი პატარა ბიჭი მუსხელიშვილს "უჯოკრავდა"....იმას მაგონებ ძალიან
შენნაირებისთვის ეს პასუხი მაქვს.
-----
ბრავო,ბრავო,ბრავო
რითმები მაინც დებილური გაქვს