იქ, ვაჟას მთაში!


ცა ჩემს ქუსლებზე დაიმსხვრა ლურჯად,
სარკიდან ჩრდილი მიშენდა ფითრებს.
მთელი სამშობლო პირში აქვს ქუჩას —
რკინის გემო აქვს და კბილებს მინთებს.

დღეს მზე აღმოჩნდა — ისეთი ხურმა,
სისხლით ღებავდა ჩრდილმოჭრილ ყვავილს.
თავის შიმშილი მოჭამა პურმა
და ქვეყნის რუკას ამსგავსა თავი.

მზის ხორცში როცა დაღვინდა საკე,
სიცოცხლესავით ღეჭავდა ლუკმას.
სარკედან თითქოს ამოხტა სარკე —
ჩრდილის სიჩქარე შეჭამა შუქმა.

ზღვამ ამოიღო ჯიბიდან მეხი,
როგორც არყოფნა დამწვარ ყოფიდან,
და გლეხის ჩრდილში ყვაოდა გლეხი,
იქ, საიდანაც ცა ამოფრინდა.

მერე —
შავი მზე გადმოხტა ჭიდან,
სისხლმა დაისხა თავისი ჩრდილი,
ჩრდილი თავისი სარკიდან მჭრიდა,
ცამ ამოთხარა ჩემი სიცილი.

მეხმა მოსწოვა დრო გალაქტიკას,
არ ჰყოფნის ყოფნა ცეცხლსა და ნახშირს.
დროის საშოდან ქვა დაიბადა
და „შემწვარი მზე“ მოწველა მთაში!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი