ჩემო და სხვათა!
ნუ იმრუშებ სინდისთან — მას შენზე მეტი საყვარლები ჰყავდა: სინამდვილე, სიჩუმე და სირცხვილი. --- შენი საფლავი მკვდრის დონეზეა, ვერ დაამარცხებს ეგ ეგო ქრისტეს. რა დააშავა ღრმა პოეზიამ — რომ ასე ძლიერ გაეგოისტდი?! შენ თავო ჩემო და თავო სხვათა! ღმერთს ნუ ქმნი შენი სახის მიხედვით — სარკეში ისედაც ზედმეტი ღმერთებია და ამ ღმერთებით ფსკერთან მიხვედი. მიწას რად პარავ დიდოუ ნანას?! რად აუმხედრდი ცასაც ფარულად? არ მოკლა სიტყვა — არ იტყვის, სანამ, რომ პირში ენა სასაფლაოა. შენს თავში თავად ეძებდი მორევს და ჯოჯოხეთი გაიხსნა თეთრად. გახსოვდეს მუდამ: Memento mori! მასაც მობეზრდა — ცხოვრება შენთან. არა კაც ჰკლა — და საკუთარ ჩრდილს კლავ, რად ებრძოლები ცას ჩასაფრებით. ხარ ვაკუუმში დაყრილი იკრა და ზეცას სცვივა შენი ფარფლები. მზემაც კი ჩრდილი მოიწესრიგა. ლაჟვარდის კანი შეწვა გარედან. რად ექაჩები, თავო, სხვის გვირგვინს? შენ თავზე გადგას ეკლის პლანეტა. შენი გულია — შავი ტაძარი, იქ, სადაც ლოცვას ვირთხები ჭამენ. შენ თავო ჩემო და თავო სხვათა — ამენ! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი