კუბო, რომელიც ცას ხსნის


სჯობს საფლავიდან ჩრდილი ავარდეს —
სადაც მიწის ქვეშ ცაც კი რბილია.
ჩემს ჩრდილში ვცოცხლობ, სულმოავადე,
და ღმერთი კუბოს ესვრის ბილიარდს!

ლანდმავალია სული — სევდარი,
ხორციდან გარბის, თითქოს სულჭრილა.
დღეს ჩემი ტვინი არის ცხედარი,
და ჩრდილს ბავშვობა ჩიტად უჭირავს.

დაცემსვლას ვგრძნობ და ვხედავ
ლანდსარჩოს;
მე ცა გამიღო კუბომ, თინათინ —
და მკვდარი სიყრმე წყალში დამახრჩობს,
ცა ჭრილობიდან როცა ინათებს!

ჩრდილი საკუთარ ზეცას დაიჭერს,
სასუფევლები იქცნენ მატლებად.
თუ პოეტი ხარ, უნდა დაიწვე —
მზე დაიხლიჩო ქირომანტებად,

რომ შენი ჩრდილი ცაში გაფრინდეს,
დანაღმულ სისხლში იქცეს შალახოდ.
უსულო ჩიტის ბოლო ფარფლიდან
მზის ნეკნი თესე, ცა რომ გალახო!

მზის სისხლით მორწყე ცის საშვილოსნო,
ფრთები დაუმყნე ეშმაკს სანთლებთან
—
მე წავალ, ახლა უნდა ვილოცო!

მზე ისე გასკდა —
სისხლი გათენდა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი