ჭრიჭინა ანუ გაჩენის ხარჯი


რაც ერთხელ ადამიანების დუმილი მოისმინა, თვითონაც აღარასოდეს გაჩუმებულა და როცა ჭრიჭინა კვდება, შემოდგომა კი არ მოდის, ეზოები შიგნიდან იღებენ ობობას.


---

ვარ ჩაკარგული ბალახს ჭრიჭინა,
უკანასკნელი ქართველი მეფე!
უხმო სამეფოს ზარი მიჭირავს
და ნამში ვიხრჩობ გვირგვინს
და ყეფენ...

ქარები
—
თითქოს გამომწყვდეულან...
ბებიაჩემის საათში მაჯის.

ვარ დროის ძარღვში ცამორწეული —
გადაუხდელი გაჩენის ხარჯი!

ღვთის დაუწერელ ანდერძში ვიწვი
ვით სამ ხახაში მყოფი ცერბერი.
ჯერარყოფილი ქართული მიწის
ვარ აბსურდული კანონმდებელი!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი