სიყალბის მათემატიკა


სიმართლეს ფუთავს ლამაზ ქაღალდში,
თავად სიცრუეს ნათლავს საშიშად.
ცეცხლს უკიდებს და ტირის განგაშით
და მოპარული ისმის ტაშის ხმა.
 
მისი ზნეობა — მყრალი ბაზარი,
სადაც პატივი ფასდება წონით,
ის ჩრდილზე დგას და ჩრდილი მზად არი —
ცას გაასაღოს ბნელი სისწორედ!
 
არ აქვს სიმაღლე — კვარცხლბეკი უნდა,
სიცარიელეს ზომავს და ვერ თვლის.
ნული გამრავლდა და გაიგუდა,
მათემატიკამ დაკარგა ღმერთი.
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი