ALIENUS MIHI SIMILLIMUS EST


მიწამ გვჭამა ხმები,
ნარჩენებად დაგვტოვა —
რწმენა ძვალია.
 
უცხოპლანეტელი —
ქალაქის ხმაურში დგას
და მე მგავს ძალიან.
 
საათებს თავები მოსძრობიათ
და გვამში ეძებს სასტუმროს —
დროის ტურისტი.
 
ადამიანის გამხმარ ენაზე
ეშმაკი კერავს იესოს ჩრდილს —
შენი გულისთვის.
 
ჩემი ბავშვობის კედლებიდან
წითელი, ქვესისხლიანი ცხენები —
სისხლდედდებიან.
 
მკვდარმა სამყარომ საკუთარ თავს უწოდა ქრისტე!
უფალმა ჩრდილი ჯვარს მიალურსმნა,
ცრემლები სადაც იზრდებიან.
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2013 — და დრო, რომელსაც ჯერ არ დაუმთავრებია ჩემი წერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი