ღამის მეორე გვარი
მზემ მთხოვა: ღამეს ნუ მიმხელ, ღამეა ჩემი მეორე გვარი; ცის სასულეში ვარსკვლავი ვახრჩვე — ამოაფრქვია ღმერთმა კანარი. გადაჭრილ ძარღვში პულსი შედედდა, ამოყირავდა მზე ფსკერზე წყლიდან; მე დავიბადე სიკვდილის შემდეგ, როცა არაფერს სიცოცხლე სწყინდა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი