ზეცის ტკივილზე ჩამოკიდებული


სინათლეს ეძებს ჩრდილიც საკუთარს,
ცრემლო ნუ მწირავ, ადგილზე გაშრი!
ნუთუ ღმერთს ვეძებ — ღმერთზე უმაღლესს,
მე დაგინახავ, თუკი ხელს გაშლი...

ჩრდილო ჯვრისა და, ო, ჩრდილო ლურსმის!
ქრისტე უარყო პულსმაც ნეკნიდან.
ჯოჯოხეთს ცისგან ატკივდა ქუსლი —
და ღმერთის სისხლზე ჩამოეკიდა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი