ეკოსისტემა


ნაგვის ურნაში სამოთხე ყვავის,
მზემ საკუთარი ჩრდილი იტკინა.
ძლივს ყვავილებში ჩუმად ვიყავი
ხსოვნამ არყოფნა მოატივტივა.

ცა გადმოვრდა მარცვლებად ქვიშის,
ღმერთი — სიმძიმის თითქოს ტონია.
სიკვდილს დარჩება მხოლოდღა ჯიში —
მე ღმერთთან ვცხოვრობ —
დიქოტომია!

საკუთარ თავთან იყავი სხვაში,
ხსოვნა ნელა ზრდის თავის ბურიანს.
დუმილს შიგნიდან მოედო ხავსი —
და ჩრდილი მზეთა — ნაწიბურია.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი