ჟრჟოლასაკაცობრიო
სუნთქვა შეწყვიტა ღმერთმა უეცრად, მზეში აყვავდა ჩრდილი ყარიბი. მთვარე გაცურდა ქვაში უეწროდ, სამყაროს — სიზმრებს ვემუდარები. ქვის ყვავილებში დავმარხე ცვილი და ქარმა ლოცვად გადაიარა. მზე ჩაიკეცა ცად მოვერცხლილი და იქცა ჩრდილად და ხეტიალად. გზებმა დაიხრჩეს სისხლში კნინება, ქვათა ფილტვებში ღმერთი მოისმა. გახსნეს — ყვავილის გადატყდომისას — მზის თავის ქალა — ლოკოკინებმა! არტერიებად გავჭიმე ჟრჟოლა, ალისფერ ზღვაში დავრჩი — იავა. ჩემმა ტკივილმა კვლავ გამოჟონა სისხლი იწვნია გრძნობამ ნიავად! ჟრჟოლა ჰორიზონტს სადღაც იღობავს, ჩრდილი უდაბნოდ აქცევს მეტროპოლს. როდესაც გიცქერს უწერტილობა — რა რთული არი, რომ არ შეტოპო! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
17 კომენტარი
უეწროდ,?
დაიხრჩეს?
ჩემმა ტკივილმა კვლავ გამოჟონა
------
!!!!!
კი უეწროდ -
წრის, გარემოცვის, თანამყოფთა გარეშე დარჩენილს ანუ. მარტოსულს, მოწყვეტილს.
მაშინ უწრეოდ ,ალბათ?
რას იტყვი?
ხო, შენი პოეზია დღითიდღე უკეთესი ხდება,რაც მე პირადად მახარებს
და ისა...აღარ დაგელაპარაკებიო?
არა ეგრე ვტოვებ. არის ქართულში ეგ სიტყვა. აქვს გალაკტიონს და კიდევ რამოდენიმე პიეტს გსმოყრნებული. და ასევე შემილია გითხრა. გრამატუკაზე ხაზსს როცს უსვამ ხშირად. პოეზიაში დაშვებულია. დაუშვებელია მწერლობაში. გალაკტიონიც იგონებდა სიტყვებს და ბევრი. შეილება ახლა თქვაის გალაკტიონი იყოო.მეც მე ვარ.
ეილება ახლა თქვაის გალაკტიონი იყოო.მეც მე ვარ.
---
ARAFERI MAQVS საწინააღმდეგო-მე სულ-მეგრულ-გურული სიტყვებით ვარ აჭრელებული....ნუ,მოსულა....თავის დროზე გალაკტიონს ეუბნებოდნენ,შენც აკაკი არ მყავდეო...სხვათაშორის მეც,გალაკტიონ ი არ იყოო.მთავარი "მე"ა ყველაფერში.წარმატებები.ადამიანის "მე"იმით კი არ განისაზღვრება ,ჩემი აზრით ,,რამდენჯერ წაიქცევა,არამედ იმით,რამდენჯერ გაიმართება...მე შენსი ვხედავ დიდ ჩანასახს,ოღონდ ,არ გეწყინოს,ცოტა ვიზუალობა აკლია....ანუ"ობრაზები",სურათები.ანუ ის რაც იმპრესიონისტების ნახატებშია.გაელვებული წამის დახატვა ისე ,რომ სურათი დავინახო.
წარმატებებს გისურვებ.
და კიდევ.....როცა მე დიდ პოეტებს ვუსმენ,თითქმის ყოველთვის ვხდები ვისი ნაწარმოებია,ისე როგორც მომღერალს,ანუ რა მინდა ვთქვა ყველაზე დიდი პრობლემა ხელოვნებაში საკუთარი ხელწერაა
ხელწერაზე პასუხს გაგცემ ლექსად. დაელოდე.
ხვედრი
არ ვარ პოეტი, ეს წმინდა ჩარჩო,
წრიულად ვრჩები სადღაც გენია!
მე ჩემი თავის ვერსიებს ვახრჩობ,
დასადგენია...
ვინ ვარ, როდესაც აღარ ვარ ძველი?
არც აწმყო მყოფნის, აღარც — ხვალგუშინ.
ჩემს ჩქაროსანას ჩრდილივით ველი —
ყოველ სადგურში.
თუ ერთხელ მაინც დამარქვეს სტილი —
ესე იგი, ჯერ ჩრდილი ვარ თავის.
ვარ ბეწვის ხიდზე ასული ტილი —
ჩემს ჩრდილზე დიდი!
ჩემს თავზე მცირე!
პოეტებს ცნობენ მუდამ ხელწერით,
მათი ხვედრია — ხვედრი უწყვეტი. უწერტილობა თავად მეწვევა
და მოკლავს წერტილს
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026
მე ჩემი თავის ვერსიებს ვახრჩობ,
----
!!!!
ს ჩქაროსანას
------
!!!!
ერთი შეკითხვა მაქვს?რქიანი ხარ?მხედველობასი მაქვს დაბადების წელი ან თვე.
კარგი გაგებით,აწვები რქებით შენს გზას და მზად ხარ შეამტვრიო ყველა კარი,რაც ჯერ დახურულია.
წაემატება!
არა. რქიანები ფერხთით მყვანან. :D
ლომი.
ნუБ გასაგებია Царь-ცეცხლი მზე....პირველი და ასე შემდეგ.
მე კიდევ მთვარე,წყალი..და "2"
Царь-ცეზარი,ჩეზარე,კეისარი.......