ხუმრობა


ცა — თავშესაფრის ბოლო იდეა.
ცა – უხერხულად არის მთოვარე.
ქვის საყვარელი, მოიმედეა —
ბოლო მკრეხელი და მათხოვარი.

დრო — გაკაწრული ღმერთის ჭრილია,
ცხოვრება — ჭირი, როგორც სახადი.
თითქოს სულია — ლურჯი ქაღალდი,
და პოეზია გასაჭირია!

ღმერთის სიზმარიც თითქოს მდარეა,
სარკეც ემსხვერპლა სადღაც ხურმობას,
ადამიანი — ნაბოდვარია
და უკვდავება არის ხუმრობა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი