მარადისობის მაჩუბი


ელვა დასჭექავს, როგორც დაირა,
მთებს სისხლიანი ფესვებით მოხევს.
ჩრდილს წავიკითხავ სარკისნაირად —
ბორხესში — ბორხესს!

სამყაროს ცოდვად ქცეულ ნაცოდვარს
სისხლს ვასმევ ჩამქრალ ვარსკვლავთა ყვირილს.
მთებს სისხლს ვუთესავ საბალახოდაც —
ამოხეთქილი ხორციდან ჩრდილი.

მთა ამოვარდა დროის ობიდან
და მუჰამედმა იქნია ჩლიქი.
მზე ამოფორთხდა გარდერობიდან —.
აქეთ ან იქით!

დროებს მაჩუბში ვამწყვდევ — მაჩუბებს,
მზის თვალებს ვუქცევ პოეტებს ჩირქად
და მერე ლექსებს ღმერთთან ვაჩხუბებ —
აქაც და იქაც!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი